ინდოეთის მთავრობამ საექსპორტო კვოტების შემცირებისა და გლობალური ბაზრისთვის შაქრის მიწოდების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე შაქრის ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე საქონლის გატანის კვოტა 6 მილიონ ტონამდე შეუმცირდათ, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 11.2 მილიონ ტონას აღწევდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ინდოეთის მთავრობა გეგმავს, საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის ფასი გაზარდოს და შემდეგ უკვე ამ მოცემულობით ისარგებლოს.
ინდოეთის მთავრობის გეგმას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ შაქრის უმსხვილესი მწარმოებლის – ბრაზილიის საექსპორტო შესაძლებლობები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებასთან და საწარმოების შეფერხებასთანაა დაკავშირებული.
ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის ფასი 1.3%-ით გაიზარდა.
საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…